პუტინისტების აქცია

პაპუაშვილი: რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, EU-ს დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება

გამოვეხმაურები პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის შებღალვის ფაქტს. იცით, რომ ჩვენი მოწვევის პარლამენტმა დასჯადი გახადა როგორც ევროკავშირის, ისე სხვა ქვეყნების დროშების შებღალვა, რომლებიც აღმართულია ადმინისტრაციული შენობის წინ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იყო კიდეც განცხადება, რომ ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა, იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით შესაბამისად დასჯილი.

სამწუხაროა, რასაც ვხედავთ. რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქცევა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. შესაბამისად, იცით, დაზიანებულია თვითონ ფლაგშტოკიც, აღდგება და დროშაც სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას.

საზმაუს ცნობით, თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ორკ-ქოცების მხრიდან პარლამენტთან ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯასა და დაწვაზე.

კომენტარები