რუსული კანონი

ყაველაშვილი: ყიფიანს ეხებოდა ჩვენი კანონი, ალბათ, ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს

ვიქტორ ყიფიანს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია, აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მას და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ. ალბათ, ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს...

ვიცი, რომ ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. ასევე ვიცი ისიც, რომ ჩვენ მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა ის ძალიან აანერვიულა, რადგან მასაც მოუწევდა საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გაეხადა უცხოური დაფინანსების დეტალები. ალბათ, ამ ყველაფერმა მისი გაღიზიანება და ანერვიულება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ყიფიანი ბოლო დღეებში გაუგებარ და აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, რაც პირადად ჩემთვის, უცნაური სულაც არ არის.

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატ ვიქტორ ყიფიანის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც - "რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება? თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი, ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს რატომ იყო აუცილებელი ამ კანონის ინიცირებით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?".

კომენტარები