რუსული კანონი

ყიფიანი რუსულ კანონზე: რატომ იყო საჭირო მისი ინიცირებით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?

კანონპროექტი თავისი სამართლებრივი შინაარსით არის საკმაოდ უმტკივნეულო, არაერთგზის ითქვა, რომ არანაირ განსაკუთრებულ ზიანს არასამთავრობო სექტორს არ მიაყენებდა - არც საქმიანობის შეზღუდვაზე არ იყო საუბარი და არც სხვა შეზღუდვებზე. უკეთ იყო ასახსნელი კონტექსტი... თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ კანონპროექტს მწვავე რეაქცია მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მაშასადამე, სამუშაო უნდა წარმართულიყო ორივე მიმართულებით [ქვეყნის შიგნით და გარეთ]. სამართლებრივი ტექნიკის, სამართლებრივი შინაარსის კუთხით კანონი არის აბსოლუტურად უვნებელი, ის არანაირ განსაკუთრებულ ზიანს არ უკავშირდება, მაშინ მით უმეტეს მინდა დავსვა ასეთი რიტორიკული კითხვა - მაშინ, რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება? თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი, ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს რატომ იყო აუცილებელი ამ კანონის ინიცირებით ამ ვნებათაღელვის გამოწვევა? 

მოგეხსენებათ კანონის წინა ისტორია - გამჭვირვალობაზე იყო ერთ-ერთი მოტივი, მე ვთვლი, რომ თუ საუბარი არის გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმით არსებულ კანონდებლობაში გარკვეული დამატებებისა და ცვლილებების შეტანის გზით. ახლა, ამ ვითარებაში ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ჩვენ არაერთგზი გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი რეალურად რას ისახავდა პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის და ჩვენ არ ვიცით, მაშინ ეს უკეთ ახსნას ექვემდებარებოდა. [...] როგორც ბიზნესშია, SWOT ანალიზით არის პლიუსები და არის მინუსები. კანონპროექტის ინიციატორებს, როგორც მინიმუმ, ასეთი სავარჯიშო უნდა ჩაეტარებინათ და ჩამოეწერათ ამ კანონპროექტის ინიცირებით რა არის პლიუსები და რა მინუსები. ჩემი აზრით, მინუსების სვეტი გაცილებით უფრო ჭარბი იქნებოდა. 

ამბობს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი რადიო იმედის ეთერში. 

კომენტარები