ოსკარი 2023

ოსკარი 2023: საუკეთესო მსახიობი ქალი – მიშელ იეო

GMA

2023 წლის ოსკარების დაჯილდოება დასასრულს უახლოვდება. საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გამარჯვებული მიშელ იეო გახდა.

წარმოშობით ჩინელმა, მალაიზიელმა მსახიობმა ჯილდო ფილმ Everything Everywhere All At Once-ში შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო. 

იმავე კატეგორიაში იყვნენ ნომინირებულნი ქეით ბლანშეტი და მიშელ უილიამსი.

მიშელ იეომ სახელი აზიურ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში თამაშით გაითქვა. 

Everything Everywhere All At Once წლევანდელი ოსკარის ტრიუმფატორია. სურათმა ჯამში 8 ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები