ოსკარი 2023

ალექსეი ნავალნის ცოლი ოსკარზე სიტყვით გამოვიდა

Infobae

ამერიკის კინოაკადემიამ რუსი ოპოზიციონერის, ალექსანდრე ნავალნის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს Navalny ოსკარი გადასცა.

სცენაზე ფილმის შემქმნელებთან ერთად პოლიტიკოსის ცოლი იულია ნავალნაია ავიდა და მაყურებლებს სიტყვით მიმართა:

"ჩემი ქმარი ციხეში სიმართლის თქმის გამო ზის. ჩემი ქმარი ციხეშია, იმიტომ რომ დემოკრატიას იცავს. შევნატრი იმ დღეს, როდესაც გათავისუფლდება - გამაგრდი ჩემო სიყვარულო". – განაცხადა ნავალნაიამ.

დოკუმენტური ფილმი CNN-ისა და HBO-ს ერთობლივი ძალებით არის გადაღებული.

კომენტარები