ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება მიმდინარეობს.
საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ნამუშევარი Navalny გახდა.
კომპანია HBO-ს მიერ გადაღებული ფილმი ნავალნის მოწამლვისა და შემდგომი დაპატიმრების შესახებ მოგვითხრობს.
ჯილდოს ასაღებად ასულმა რეჟისორმა სცენაზე ოპოზიციონერის ცოლი იულია ნავალნაია მოიწვია.