რუსული კანონი

ხაბეიშვილი: ამ ხალხს ყველა პარტია ფეხებზე ჰკიდია ქვეყნისა და სამშობლოს გარდა

საქართველოს კონსტიტუცია გუშინ რუსულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად დახია. კონსტიტუციაში რომ გვიწერია ევროპული მომავლის შესახებ და განსაზღვრულია კონსტიტუციით, რუსულმა ოცნებამ დაიკიდა ფეხებზე და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ ჩვენ გვინდა რუსული, პუტინისტური კანონი. უთხრა, რომ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც ევროკავშირის გზაზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენს გაერთიანებას არათუ საფრთხეს შეუქმნის, არამედ წარმოუდგენელი იქნება ამ დოკუმენტთან ერთად ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამიტომ, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, ვინმემ თუ რამე კანონი დაარღვია, მათ შორის კონსტიტუცია, არის რუსული ოცნება, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, 78 გავრილოვი, რომელიც დღეს პარლამენტში ზის ქართული ოცნების სახელით. მნიშვნელოვანია, მათ შორის ხვალ, როცა უნდათ სესიის ჩატარება, პროტესტი გაგრძელდეს. ერთადერთი გამოსავალი არის სახალხო პროტესტი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა.

ბოდიში, გულწრფელად უნდა ვთქვა, ამ ხალხს ყველა პარტია ჰკიდია ფეხებზე საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს გარდა და უნდათ ევროპული მომავალი. ნებისმიერი პოლიტიკოსის გარეშე გააკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. იცავენ საკუთარ ევროპულ მომავალს და არ უნდათ რუსეთში. პოლიტიკოსები ამ ადამიანების ხელში უბრალოდ ინსტრუმენტები ვართ, ამ ადამიანების გადაწყვეტილება უნდა აღვასრულოთ. ეს არის ჩვენი ვალი.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

კომენტარები