რუსული კანონი

ქარდავა: მიუღებელია ყველა ნაბიჯი და განზრახვა, რასაც პარტნიორები შემაფერხებლად აფასებენ

საქართველოს ეროვნული დროშა იქნება იქ, სადაც უნდა იყოს. ყველაზე საამაყო მომენტი და განცდაა. არაფერია იმაზე მეტად სასურველი, შენ გვერდით იდგეს 27 ძლიერი მეგობარი ევროკავშირიდან, 30 ქვეყანა (მალე 32) გიმაგრებდეს ზურგს ნატოდან.

მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატობამდე და წევრობამდე ორივე ორგანიზაციაში, გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს შვილებს ნამდვილ ევროპულ, ფერად და უსაფრთხო მომავალს მოუტანს.

მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც ივნისში, ოქტომბერში, დეკემბერში ამაყად გვათქმევინებს, რომ გადავდგით ნაბიჯი წინ და მექნება პატივი გამცნობთ სტატუსის მიღება.

სტატუსი არც საბოლოო მიზანია და არც ბოლო გაჩერება. მიზანი წევრობაა და ხმა იმ მაგიდასთან, სადაც ევროპის ბედი წყდება. შესაბამისად, ყველა ვალდებულია, გააკეთოს მაქსიმუმი ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რასაც ალტერნატივა არ აქვს და ვერც ექნება.

ნებისმიერი ქმედება, ნაბიჯი, გადაწყვეტილება,ფიქრი, განზრახვა, რაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან შეფასდება ამ პროცესის შემაფერხებლად - მიუღებელია. ვალდებულები ვართ ჩვენი მთელი რესურსი, ენერგია, გამოცდილება და ცოდნა მოვახმაროთ მიზანს, რომელიც საქართველოს ეროვნული დროშის ევროპის ცენტრში აღმართვაა. ასეც იქნება.

წერს სამთავრობო მედია იმედის ევროპის ბიუროს კორესპონდენტი, ქეთი ქარდავა.

კომენტარები