მე კანონპროექტს მხარი დავუჭირე... მივეცი ხმა. ეს რაღაც ტექნიკური გაურკვევლობა იყო. დარეგისტრირებული ვარ ჩვეულებრივად.
tbl.ge/6apm
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი მეძმარიაშვილი POSTV-სთან ამბობს, რომ უცხოელ აგენტებზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა და თუ მისი ხმა არ დაფიქსირდა, ეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია. ირაკლი მეძმარიაშვილი ერთერთია იმ ოთხი დეპუტატიდან (დავით სერგეენკო, ირაკლი მეძმარიაშვილი, ქეთი დუმბაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია) რომელმაც ოქმის მიხედვით, უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის კენჭისყრისგან თავი შეიკავა. მოგვიანებით, ქეთი დუმბაძემაც განმარტა, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭირა და "ტექნიკური ხარვეზი იყო".
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




