როცა ამბობენ თვითმიზანი არ არის ევროპაო და იცით რა, ჩვენს წინაპრებს, იმ საუკეთესო ხალხს, რომელმაც აი ამ რელსებზე შესვა საქართველო, მე ვგულისხმობ ილია ჭავჭავაძეს, ნიკო ნიკოლაძეს, იმ ბრწყინვალე პლეადის, მათთვის ეს იყო თვითმიზანი, მემგონი მათთვის სწორედ თვითმიზანი იყო და ახლა, თუ ეს ყველაფერი ასე მოხდება ჩვენ ჩამოვშორდებით აი ამ ჩვენ, ნამდვილ მიზანს და რაღა დარჩება? [...] ეს სუფთა რუსული სტილის კანონია[...] მე ახლა იმ მეორე ნაწილს, ჩვენი საყვარელი თანამემამულეების ნაწილს, რომელიც შეიძლება არ იზიარებენ ჩვენს პოზიციებს, მათ მივმართავ, შეხედეთ რა ხდება დღეს რუსეთში, აი ასე დაიწყო ეს ყველაფერი, შეხედეთ რა მდგომარეობაში ჩავარდა რუსეთი, იცით რა, მაშინაც არ წარმოედგინათ, რომ მერე ასე სერიოზულად იქნებოდა ყველაფერი, იცინოდნენ, როდესაც ამ კანონის მიღება იყო, ინტელექტუალური წრეები ამაზე იცინოდნენ, რით დასრულდა ეს ყველაფერი? წიგნებია შეფუთული მწერლების, მოუწიათ წასვლა მოაზროვნე ადამიანებს, უსამშობლოდ დავრჩებით, უსამშობლოდ დავრჩებით.
tbl.ge/6anj
დაკოპირდა

თქვა მსახიობმა ნინო კასრაძემ TV Pirveli-ს ეთერში.
ამავე თემაზე
- ფრიდი სანქციებზე: იზრდებოდა შეშფოთება, რომ ოცნება ავტორიტარული მიმართულებით მიდიოდა
- სასამართლომ ტაბულას ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა
- პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი საქალაქო სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა
- დეგნანი რუსულ კანონზე: მიზანი ხმების ჩახშობა და სტიგმატიზება იყო
- ვოლსკი: აქციაზე არავინ გარდაცვლილა – მხედველობის დაკარგვაზე გარკვეული კითხვები არსებობს