კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

დეკანოიძე: კოორდინირებულად უნდა ვიმოქმედოთ, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენება

კატასტროფა ხდება, რადგან დღეს პარლამენტის შენობა ჰგავს ყაზარმას. მე არ ვიცი რა დანაყოფები გამოუშვეს. გარდა ამისა, მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, სუს-ის რაზმები არიან მობილიზებულები და ვისგან იცავენ ამ სენობას არ ვიცი. ეს არის იმის მაჩვენებელი უბრალოდ რომ შიში აქვთ კატასტროფული, იციან რა განწყობაა ადამიანებში, საზოგაროებაში და ასე ძალისმიერად ცდილობენ გადაამტვრიონ ქართული საზოგადოება. ამიტომ მე წარმოუდგენლად მიმაჩნია და ვაპროტესტებ იმას, რომ მედიას არ ეძლევა საშუალება ბიუროს ოთახთან შეაფასოს, შეხედოს და საზოგადოებას აჩვენოს ის რაც ხდება. 

ჩვენ შევდივართ ბიუროზე, გვაინერესებს როგორია დღისწესრიგი. ასევე დღეს არის სესია, პოლიტიკური განცხადებები და ვაპირებთ რომ ყველანაირი პერკეტი გამოვიყენოთ და ვაჩვენოთ საზოგადოებას ისევ, რამხელა სეცდომას სჩადის ქართული ოცნება, რომ საქართველოს ართმევს ევროპულ მომავალს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კოორდინირებულად იმოქმედოს ოპოზიციამ, მათ შორის პარლამენტში. მე ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ტრიბუნების გამოყენება. 

ამბობს ენმ-ის დეპუტატი, ხატია დეკანოიძე. პარლამენტის ბიუროს ხდომაზე, ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს განიხილავენ. 

კომენტარები