კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

Tbilisi Open Air რუსულ კანონზე: სამარცხვინო ადამიანებმა ჩანაფიქრი ვერ უნდა განახორციელონ

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდამტეხი პერიოდია იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც ჩვენთან ერთად გაიზარდნენ და ისევ იმავე ბრძოლაში მყოფი ქვეყნის ახლა უკვე სრულწლოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან.

თავისუფლება ჩვენი ფესტივალის უპირველესი ღირებულებაა და ეს მხოლოდ ცარიელი სლოგანი არ არის.

დღეს ეს ღირებულებები, რომლებმაც ასე გაგვაერთიანა და დაგვაახლოვა სერიოზული საფრთხის წინაშეა.

მხოლოდ სიკეთისგან და ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილ ადამიანებს თუ მოუვათ თავში ამგვარი კანონის შემოღება და თანაც იმ ქვეყანაში, რომელმაც თავისუფლებისთვის ამდენი იბრძოლა და მისი ფასი ყველაზე უკეთ იცის.

ჩვენ და თქვენ, ვინც ეს ფესტივალი ერთად ავაშენეთ, ვიცით, რომ შენება ძნელია და დანგრევა ადვილი - ამისდა მიუხედავად, ჩვენ ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს და დაგვინგრევს. ამ სამარცხვინო ადამიანებმა თავიანთი ჩანაფიქრი ვერ უნდა განახორციელონ და ვერც განახორციელებენ.

Tbilisi Open Air 14 რუსულ კანონს Facebook-ზე ეხმაურება.

კომენტარები