ლიტვა-უკრაინა

ლიტვა უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

ლიტვის თავდაცვის სამინისტრო

ლიტვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუშაუსკასი ორშაბათს, 6 მარტს ლიტვაში ჩასულ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ პავლიუკს შეხვდა.

"უკრაინაში მიღებული გაკვეთილები გვეხმარება, მიზანმიმართულად განვავითაროთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები. ჩვენ ასევე მტკიცედ ვდგავართ უკრაინის პოზიციის მხარდასაჭერად ყველანაირად, რაც შეგვიძლია იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგი დახმარების პაკეტი უკვე მზადდება". - თქვა ანუშაუსკასმა შეხვედრაზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ლიტვა აქტიურად ემზადება მიმდინარე წლის ზაფხულს ვილნიუსში NATO-ს სამიტისთვის, სადაც დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შორის  უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივები იქნება. 

ლიტვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ლიტვამ უკრაინას 409 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუგზავნა, ხოლო დახმარების შემდეგი პაკეტი უკვე მზადების პროცესშია.

კომენტარები