ლიტვა-უკრაინა

ლიტვამ უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ნაუსედა და ზელენსკი

ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ 10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ქვეყანამ უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს ოდენობის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

ამასთან, ნაუსედამ აღნიშნა, რომ ლიტვა ასევე აყალიბებს "ნაღმების გაწმენდის კოალიციას", რათა უკრაინას ამ საკითხში სხვა მოკავშირეებთან კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე მხარი დაუჭიროს. 

ლიტვის პრეზიდენტის თქმითვე, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიამ ჩქარი ტემპით უნდა განაგრძოს მუშაობა და ადეკვატურად უპასუხოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლიტვის პრეზიდენტთან ერთად შეთანხმდა ანტისადრონო აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებაზე, რაც ფრონტის ხაზზე რუსეთის მხრიდან საჰაერო იერიშების მოგერიებაში უკრაინას დაეხმარება.   

კომენტარები