კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

მელია რუსულ კანონზე: თუ ისტორიულ მომავალს ვერ იცავ, ასარჩევი მომავალში აღარ დაგრჩება

მე ღრემად მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქის იდენტობა, ქართველი ადამიანის იდენტობა, ქართული იდენტობა, მისი ისტორია, განვითარება, მხოლოდამხოლოდ შეიძლება დაცული იყოს ევროპულ ოჯახში. ეს განასხვავებს მნიშვნელოვნად დასავლეთს რუსეთისგან. მაშინ როდესაც რუსეთი შლის შენს იდენტობას, დასავლური ოჯახი ინარჩუნებს შენს კულტურულ და არამხოლოდ კულტურულ იდენტობას...

ახლა ყველანი ჩვენი ისტორიული არჩევანის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ და აი ამის შემდეგ, როდესაც ჩვენ უზრუნველვყოფთ სახელმწიფოებრივი ისტორიული არჩევანის გარანტირებულად წესრიგში მოყვანას, სუვერენიტეტს საფრთხე რომ არ დაემუქრება, მერე ყველა სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, გავაკეთებთ სხვადასხვა ტიპის არჩევანს მომავალში. მაგრამ ახლა არჩევანი დგას სხვაგვარად. შენ თუ ისტორიულ მომავალს ვერ იცავ, ასარჩევი მომავალში აღარ დაგრჩება.

ამიტომ, იქნება ეს პოლიტიკოსი, აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელი, პასიური მოქალაქე თუ სხვა, დღეს ყველა უნდა გადაიქცეს აქტიურ მოქალაქედ. კომუნიზმი დამარცხებულა, ძალიან მძიმე, ვერაგი დიქტატორები დამარცხებულან და ქართველი ხალხის კონსოლიდაციის პირობებში, რასაც ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიც დამარცხდება. ეს რწმენა დღითიდღე უნდა გაძლიერდეს. აქ საკითხი ეხება ჩვენს მომავალს. 

მთავარი არხის ეთერში ამბობს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონზე. 

კომენტარები