კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ყაველაშვილი: სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება

წიგნი რა შუაშია, სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ რაც გააკეთე უცხო ქვეყნის ტელევიზიაში, იმას წიგნი არ სჭირდება, იმას შინაგანი მრწამსი და სინდისი სჭირდება. [...] შენ უკვე გაყიდე სამშობლო. შენ იჯექი უცხო ქვეყნის ტელევიზიაში და საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებდი რუსეთთან ურთიერთობაში. შენ ხარ იმ ძალის წარმომადგენელი, რომელმაც მოაწერა ხელი რეზოლუციას, რომლითაც საკუთარი სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. 

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი და უცხოური "აგენტების" შესახებ კანონის ერთ-ერთი ავტორი, მიხეილ ყაველაშვილი პასუხობს ენმ-ს დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს. დღეს, 6 მარტს საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "აგენტების" შესახებ კანონების განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები