2023 წელს გარდაცვლილები

LYNYRD SKYNYRD-ის უკანასკნელი დამფუძნებელი წევრი, გიტარისტი გერი როსინგტონი გარდაიცვალა

CNN

71 წლის ასაკში გიტარისტი და როკ ბენდ Lynyrd Skynyrd-ის დამფუძნებელი წევრი, გერი როსინგტონი გარდაიცვალა.

"Lynyrd Skynyrd-ის წევრი, გიტარისტი და კომპოზიტორი გერი როსინგტონი ჩვენთან აღარ არის. ის თავის თანაბენდელებს სამოთხეში შეუერთდა". – წერს ბენდის წარმომადგენელი.

სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მუსიკოსს გული აწუხებდა, 2015 წელს როსინგტონს გულის შეტევა დაემართა, ხოლო 2019 წელს გულის ოპერაცია ჩაიტარა.

როსინგტონმა 1964 წელს რონი ვან ზანტთან, ალენ კოლინსთან, ლარი იუნსტრომთან და ბობ ბერნსთან ერთად ბენდი Lynyrd Skynyrd ჩამოაყალიბა. როსინგტონი ბენდის უკანასკნელი დამფუძნებელი წევრი იყო. ფრონტმენი რონი ვან ზანტი, ბენდის რამდენიმე სხვა წევრთან ერთად 1977 წელს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა, როსინგტონი იმავე თვითმფრინავში იმყოფებოდა. ტრაგედიის შემდეგ როკ ჯგუფი დაიშალა, თუმცა 10 წლის შემდეგ ვან ზანტის ძმამ, ჯონი ვან ზანტმა ბენდი კვლავ შეკრიბა. 

კომენტარები