კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ვაშაძე რუსულ კანონზე: უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში ღალატს გასაქანი არასდროს ექნება

ჩემო ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ ყველას გვიყვარს სამშობლო და ხედავთ, ეს ადამიანები როგორ თავხედურად იცავენ რუსულ ინტერესებს საქართველოში. როგორ უნდათ, რომ მიიღონ კანონი, რომელმაც ჩვენი გზა ევროპული ინტეგრაციისკენ საბოლოოდ უნდა ჩაჭრას. ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ და ყველანაირ წინააღმდეგობას გავუწევთ. ხედავთ, რომ არაუფლებამოსილი სპეცსამსახურების ზურგს უკან ლაჩრულად იმალებიან, რადგან, ეშინიათ, ეშინიათ ხალხის ხმის. სადაც ისინი საქართველოში მოხვდებიან, ყველგან მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში ღალატს გასაქანი არასდროს ექნება. ამ პარლამენტში რუსული ინტერესების დაცვა კონსტიტუციის დარღვევაა. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ახლა კომიტეტზე ხდება, არის კონსტიტუციის დარღვევა [...] რას ვაპირებთ? სადაც წინააღმდეგობა იქნება, ყველგან გავუწევთ წინააღმდეგობას, რომ ამ ხალხს სახელი საბოლოოდ დაერქვას - ეს არის რუსული ინტერესების გამტარებელი ძალა. 

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. დღეს, 6 მარტს საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "აგენტების" შესახებ კანონების განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები