მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში თავდასხმაში სომხეთს ადანაშაულებს, სომხეთი – აზერბაიჯანს

სომეხი სამხედრო მთიან ყარაბაღში, 2020 წელი

სომხური და აზერბაიჯანული მედია მთიან ყარაბაღში დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, თავდასხმა 5 მარტს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა. აზერბაიჯანის დივერსანტებმა პოლიციის საპასპორტო და სავიზო დეპარტამენტის მორიგე მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მედიის ცნობით, შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ სომხური სანომრე ნიშნის მქონე მანქანა შენიშნეს, შესამოწმებლად მანქანის შეჩერება სცადეს, რის შედეგად სომხურმა მხარემ ცეცხლი გახსნა, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა.

"სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აგრძელებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ პროვოკაციებს, ყარაბაღის ტერიტორიაზე იარაღისა და საბრძოლო მასალის შეტანას. აშკარაა, რომ ნიკოლ ფაშინიანის ფსევდომშვიდობიანი რიტორიკის მიუხედავად, თავდასხმის მცდელობები არ წყდება." - წერს აზერბაიჯანული მედია.

კომენტარები