საქართველოს მთავრობა

მთავრობა: პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას - ITB Berlin 2023-ს ოფიციალურად გახსნის, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.

"6 მარტს, გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაური, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ტურისტული გამოფენა - ITB Berlin 2023 7-9 მარტს გაიმართება.

კომენტარები