ჯო ბაიდენი

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენს კანის სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა

REUTERS/Evelyn Hockstein

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გასულ თვეს ჯანმრთელობის რუტინული სკრინინგის დროს კანის სიმსივნური დაზიანების მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა. 

კევინ ოკონორმა, ბაიდენის ექიმმა, პარასკევს მედიისთვის მიწოდებულ ჩანაწერში აღნიშნა, ბაიდენს ოპერაცია 16 თებერვალს ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, ვაშინგტონის მახლობლად ჩაუტარდა.

"შემდგომი მკურნალობა არ არის საჭირო". - თქვა მან.

ამასთან, თეთრი სახლის ექიმის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტს ბაზალუჯრედოვანი კარცინომა დაუდგინდა, რომელიც როგორც წესი, მეტასტაზებს არ წარმოქმნის.

BBC-ი წერს, რომ  დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიხედვით, ბაზალური და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა არის კანის სიმსივნის ორი ყველაზე გავრცელებული ფორმა აშშ-ში.

ამასთან, იგი ყოველწლიურად 3.6 მილიონ ამერიკელს უდგინდება, ხოლო ადრეული მკურნალობის შემთხვევაში იწვევს მინიმალურ ზიანს.

კომენტარები