რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის ადმინისტრაციამ დედაქალად მელიტოპოლი გამოაცხადა

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან.
 EPA-EFE/SERGEI ILNITSKY

ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილი 16 ადმინისტრაციულ ერთეულად დაიყო და დედაქალაქად მელიტოპოლი გამოაცხადეს. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა ოკუპირებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ევგენი ბალიცკმა.

დოკუმენტის მიხედვით, რეგიონში ჩამოყალიბდა 13 რაიონი, რომლებსაც ასევე მუნიციპალური რაიონების სტატუსი მიენიჭათ და  ყველა ოლქის, ქალაქების - ბერდიანსკისა და ენერგოდარის საზღვრები უკრაინის სსრ ადმინისტრაციული საზღვრებით 1991 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით განისაზღვრა. 

თებერვალში ბალიცკი ამბობდა, რომ რუსული ძალები აკონტროლებდნენ ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიის დაახლოებით 62,5%-ს. მართალია, ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, თუმცა ადმინისტრაციული ცენტრი ზაპოროჟიე კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშაა.

კომენტარები