აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დღეს, 3 მარტს გამოაცხადებს. Reuter-ის ცნობით, დახმარება 400 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.
უკრაინის დახმარება მთავარი თემა იქნება პრეზიდენტი, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე.
Reuters-ის ინფორმაციით, პაკეტში, სავარაუდოდ, შევა უფრო მეტი მრავალჯერადი გაშვების რაკეტები HIMARS-ებისთვის და აღჭურვილობა Bradley-ის საბრძოლო მანქანებისთვის.
მანამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის სპიკერს, ჯონ კირბის არ უთქვამს, რა არის პაკეტის ზუსტი ღირებულება, თუმცა აღნიშნა, რომ დეტალები მალე იქნება ცნობილი.