რუსული კანონი

კობახიძე: ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის არის ცრუპენტელა

სტიგმატიზაცია არ მოწონთ, ამბობენ რომ სიტყვა "აგენტი" ხელს შეუწყობს სტიგმატიზაციას, ამ დროს მათი მოგონილია, საბჭოური მეთოდები არსებობს და დაარქვეს კანონს რუსული კანონი, რაც არა მარტო სიყალბე და სიცრუე და ტყუილია, ეს არის უხეშ ტერმინს გამოვიყენებ – ცრუპენტელობა ჩვეულებრივი. ვინც ამ კანონს რუსულ კანონს უწოდებს ის არის ცრუპენტელა, არამარტო მატყუარა.

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ. საქართველოში ხომ ჩამოჰყავთ ამერიკული მანქანები და ჩამოგყავს საქართველოში ფორდი ან კრაისლერი და გიმტკიცებენ, რომ ეს არის მოსკვიჩი ან ჟიგული – ამ დონის ცრუპენტელობასთან გვაქვს საქმე, რა შეიძლება ამას დაარქვა?

[...] ამერიკული ვარიანტი არის ძალიან უხეში, კატასტროფული კანონია, პირდაპირ ვამბობ ამას, მეორე დოკუმენტი, რომელსაც ფორმალურად ვუჭერთ მხარს ჩვენი პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება ქართულ ვარიანტს, ეს არის ბოლომდე დაწმენდილი, გაფილტრული, მოყვანილი შესაბამისობაში ადამიანის უფლებებთან. ამასაც უწოდებენ რუსულ კანონს. ანუ, ამერიკულს უწოდებენ რუსულ კანონს და ქართულ კანონს, რომელიც არის ამერიკულის გაკეთილშობილებული ვარიანტი, ამას უწოდებენ კიდევ უფრო რუსულ კანონს თუ პირიქით, აღარც მახსოვს. ეს არის უმძიმესი სიცრუე

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.

კომენტარები