რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU გეგმავს უკრაინისთვის 1 მილიარდი ევრო ჰაუბიცების ჭურვებისთვის გამოყოს – POLITICO

Anatolii Stepanov/AFP via Getty Images

Politico-ს ინფორმაციით, უკრაინის მხარდაჭერის ახალ გეგმაში 1 მილიარდი ევრო 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებისთვისაა გათვალისწინებული.

ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ბიუჯეტის მიღმა, მთავრობათაშორისი ფულადი სახსრების მეშვეობით - ევროპის მშვიდობისთვის შეღავათებით ახერხებს.

უწყებამ უკრაინისთვის 3.6 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება უკვე გამოყო, ხოლო წევრმა სახელმწიფოებმა გასული წლის დეკემბერში გადაწყვიტეს, დაფინანსება 2023 წლისთვის ორი მილიარდი ევროთი გაზარდოს.

დღემდე, ხარჯების საჭიროებები მკაცრად განსაზღვრული არ იყო, მაგრამ ევროკავშირი ახლა დიდ აქცენტს აკეთებს საარტილერიო საბრძოლო მასალაზე - რადგან უკრაინული ძალები ჩაკეტილი არიან ჰაუბიცის ბრძოლებში რუსებთან აღმოსავლეთით, ისეთი ქალაქების ირგვლივ, როგორიცაა ბახმუტი.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა მხარდაჭერის პაკეტის შეფასებისას მას "არაჩვეულებრივი" დოკუმენტი უწოდა, რომელიც ორიენტირებული საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. 

რაც შეეხება ერთობლივ შესყიდვებს - რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნები გაერთიანებულნი არიან იარაღის შესაძენად, ალიანსის 25 წევრმა ქვეყანამ და ნორვეგიამ უკვე დაადასტურა ჩართულობის სურვილი. 

კერძოდ, 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის შესყიდვა უნდა დაჩქარდეს "პირდაპირი მოლაპარაკების სწრაფი პროცედურის მეშვეობით" რამდენიმე მიმწოდებელთან. ამ ტიპის საბრძოლო მასალა განსაკუთრებით მოთხოვნადია, რადგან უკრაინული ძალები მას იყენებენ შორ მანძილზე.

დოკუმენტს თავდაცვის მინისტრები მომავალ კვირას სტოკჰოლმში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ და 20 მარტს, სავარაუდოდ, ოფიციალურად შეთანხმდებიან. 

კომენტარები