ქართული ოცნება

მდინარაძე: რაც გასაბედია, ყველაფერს ვბედავთ, აქ პრობლემა არ გვაქვს, ბოლო დროს განსაკუთრებით

ჩვენ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს, გუნდს, იმასთან დაკავშირებით... კომპლექსური საკითხია, რთულია, არ არის მარტივი ამბავი, ეს კომისია რას მოგვცემს, რას არ მოგვცემს, რა შედეგები იქნება, რას გამოიძიებს ქვეყანა და ვთქვათ, საპარლამენტო კომისია, მაგრამ მე პირადად დიდი სიამოვნებით დავსვამდი რამდენიმე კითხვას, რაც მემაწუხებს, როგორც მოქალაქეს.

შეიძლება, მე და ბატონ ფრიდონს ცოტა სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს ეს კითხვები... ამის გამოც გვადანაშაულეს და საყვედურებიც იყო ჩვენი მისამართით, რომ იცით რა, ოცნება ვერ ბედავს ამაზე ლაპარაკს.

რაც გასაბედია, ყველაფერს ვბედავთ, რა, მე მგონია, რომ აქ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, ბოლო დროს განსაკუთრებით, მაგრამ არის რაღაც საკითხები, სადაც შეიძლება, მორიდება ჯობდეს ამ საკითხებზე საუბარს, მაგრამ არსებობს ისეთი კითხვები, რაზეც დღესაც, ამ ეთერში დავსვამ შეკითხვას და პასუხად გარანტირებულად გეუბნებით, ხვალ დილიდან ისე მივიღებთ, რომ აი, რუსეთი... პასუხი როცა არ აქვთ, გაჰკივიან - რუსეთი...

TV იმედის ეთერში ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპელი სოციალისტების ინიციატივაზე, შეიქმნას საგამოძიებო კომისია 2008 წლის ომის თემაზე.

კომენტარები