ილონ მასკი

ილონ მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

ილონ მასკმა დაიბრუნა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის სტატუსი. Tesla-ს დამფუძნებელს ორი თვის წინ გადაასწრო ფრანგული ფუფუნების საგნების ბრენდის, LVMH-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნარ არნომ. თუმცა, Bloomberg-ის 27 თებერვლის მონაცემებით, Tesla-ს აქციების ზრდამ მასკი კვლავ უმდიდრეს ადამიანად აქცია. 

ილონ მასკის ქონება $187.1 მილიარდს შეადგენს, ხოლო უკვე მეორე ადგილზე მყოფი ბერნარ არნოს ქონება $185.3 მილიარდს. 

2022 წლის 13 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ  იყო. Forbes-ისა და Bloomberg-ის თანახმად, მასკს LVMH-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნარ არნომ გადაუსწრო. კომპანია LVMH Louis Vuitton-ის, Dior-ის, Sephora-სა და სხვა ბრენდების მფლობელია.

წლის განმავლობაში LVMH-ის აქციების ფასი ძირითადად უცვლელი იყო, თუმცა მილიარდელთა სიაში მასკის ჩამოქვეითება Tesla-ს აქციების ფასის კლებამ გამოიწვია.

Tesla-ს აქციები ფასის დაცემის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ილონ მასკის მიერ Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვასა და თანმდევ სკანდალს ასახელებდნენ.

კომენტარები