საქართველო-აშშ

ფიონა ჰილი: საქართველოზე აღარ ვლაპარაკობთ ისე, როგორც ადრე, ეს უზარმაზარი ტრაგედიაა

მიხეილ სააკაშვილი ახლა ციხეშია, რომელმაც დატოვა ხელისუფლება 2013 წელს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საქართველომ სულ სხვა მიმართულებით გადადგა ნაბიჯები. პუტინი აქედან დასკვნას გამოიტანს, რომ თუ ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე, შეიძლება, დროთა განმავლობაში სხვაგვარად მიაღწიო ამ მიზანს. ჩვენ უკვე აღარ ვლაპარაკობთ საქართველოზე ისე, როგორც ვლაპარაკობდით ადრე. ეს უზარმაზარი ტრაგედიაა. 

ათეულობით წლების შემდეგ საქართველო გახდა სხვა ადგილი. ადგილი, რომელიც კომფორტულია პუტინისთვის, რადგან ის არის დაუცველი და სუსტი. და უკვე აღარ შეუძლია იყოს დემოკრატიის შუქურა, რომელსაც ვეძახდით 2008 წელს. უკრაინის შემთხვევაშიც, თუ ვერ მოიგებს ბრძოლის ველზე, დაელოდება სხვა თამაშს, რომელშიც შეძლებს, მიაღწიოს იმას, რაც ბრძოლის ველზე ვერ შეძლო: დაასუსტოს უკრაინა და დროთა განმავლობაში მოიპოვოს კონტროლი მასზე.

თქვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა დირექტორმა ევროპისა და რუსეთის საკითხებში, ფიონა ჰილმა The Brookings Institution-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. 

კომენტარები