კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

მდინარაძე: "პრაისიც იტყუება?" – ისე გაოცებულები ლაპარაკობთ, თითქოს არ შეეძლოს ტყუილის თქმა

"ნედ პრაისიც იტყუება?" - ისე გაოცებულები ლაპარაკობთ, თითქოს, ნედ პრაისი ადამიანი არ იყოს და არ შეეძლოს ტყუილის თქმა.  

ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა შევთანხმდეთ, რომ ტყუილი ვინც არ უნდა თქვას, ჩვენ უნდა გავბედოთ და ვთქვათ, რომ ეს არის ტყუილი. დიახ, ვინც არ უნდა იყოს, თუ იტყვის იმ ტყუილს, რომ ეს კანონი, რომელიც ხალხის ძალამ დაარეგისტრირა, არის რუსული, არის უბრალოდ ტყუილი კი არა, ძალიან ცუდი ტყუილი. 

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ივანიშვილის დეპუტატების მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, კანონი დაფუძნებულია არა აშშ-ს, არამედ რუსულ და უნგრულ რეგისტრაციის აქტზე. ასევე, პრაისის შეფასებით, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც.

კომენტარები