NATO

პისტორიუსი: ვაშინგტონსა და ვარშავასთან პოლონეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს განვიხილავთ

Українська правда

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებული საფრთხის საპასუხოდ, აშშ, გერმანია და პოლონეთი მოლაპარაკებებს პოლონეთში ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე აწარმოებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს

ამასთანავე, პისტორიუსმა აღნიშნა, რომ სამხედრო მანევრები ქვეყანაში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, NATO-ს მოკავშირეებს "ძალიან მკაფიო" სიგნალს გაუგზავნის, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

"დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბევრად უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე გასული წლის 24 თებერვლამდე იყო. 

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვა, მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ გერმანია, როგორც ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული წევრი და აშშ, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორი, ასრულებენ მათ თავდაცვის ვალდებულებებს". - აღნიშნა პისტორიუსმა. 

მას დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა, აღნიშნა, რომ ამჟამად ერთობლივი წვრთნების შესაძლებლობა განიხილება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი მელნიკმა თქვა, რომ გერმანიის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა “შეწყვიტა ბერლინის წინააღმდეგობა“ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.

კომენტარები