რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შეირაღებული ძალების მიღმა 1.5 მილიონი პოტენციური ჯარისკაცი გვყავს – ბელარუსი

Sputnik/Vladimir Astapkovich/Kremlin via REUTERS

ბელარუსის მტკიცებით, ქვეყანას შეიარაღებული ძალების მიღმა 1.5 მილიონი პოტენციური ჯარისკაცი ჰყავს

"საომარი მდგომარეობის გამოცხადების და ეკონომიკის ომის რეჟიმში გადასვლის შემთხვევაში ორგანიზაციების სტრუქტურებში, შეიარაღებული ძალების მიღმა სადღაც 1,5 მილიონამდე ადამიანი იქნება". - თქვა უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა, ალექსანდრე ვოლფოვიჩმა. 

ლუკაშენკომ ამ თვეში გასცა ბრძანება 150 000-მდე მოხალისისგან ტერიტორიული თავდაცვის ძალები ჩამოეყალიბებინათ. მან განმარტა, რომ მისი არმია იბრძოლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსის ტერიტორიას თავს დაესხმებიან.

ბელარუსის მოსახლეობა დაახლოებით 9.3 მილიონია. 2022 წლის მონაცემების მიხედვით (ISSMB0-ის) მიხედვით, ქვეყნის პროფესიული არმია დაახლოებით 48 000 ჯარისკაცისგან შედგება და სახელმწიფო სასაზღვრო ჯარი კი დაახლოებით 12 000-ისგან.

პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მხარს უჭერს თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს უკრაინასთან ერთწლიან ომში: მან რუსი სამხედროების ბელარუსის ტერიტორიიდან შეჭრა და, ამასთანავე, საკუთარ ტერიტორიაზე ახლად მობილიზებული რუსი ჯარების წვრთნები დაუშვა.

კომენტარები