რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი ფიქრობს, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის

 Alex Wong via Getty Images

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს უმაღლესი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩინეთი გეგმავს რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ პეკინი მოსკოვს იარაღს მიაწვდის.

"მე არ ველოდები ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების დიდ ინიციატივას". - აღნიშნა ბაიდენმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი არ ელის ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას, პრეზიდენტმა მაინც გამარტა, რომ თუ ეს მოხდება, ამას საპასუხო შედეგი მოჰყვება.

პრეზიდენტის შეშფოთების დონე ბევრად უფრო დაბალი აღმოჩნდა მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან შედარებით, რომლებიც გასული კვირის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ჩინეთი სერიოზულად განიხილავს რუსეთისთვის იარაღის გაგზავნას.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ჩინეთი გეგმავდა, უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთისთვის ლეტალური დახმარება გაეწია.

"სწორედ ამიტომ, მგონია, რომ ბლინკენმა და პრეზიდენტმა საჭიროდ მიიჩნიეს,  მკაფიოდ განემარტათ, რა შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის დახმარებას… რადგან ეს იქნება ძალიან სარისკო და არაგონივრული ფსონი". - თქვა CIA-ის დირექტორმა.

"პეკინი მტკიცედ დგას მშვიდობისა და დიალოგის მხარეს", - ასე უპასუხა 20 თებერვალს ჩინეთმა აშშ-ს ბრალდებებს და ქვეყანა უკრაინაში ომის ესკალაციაში დაადანაშაულა. 

კომენტარები