ირანი-რუსეთი

ირანმა 1 650 კილომეტრზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა შექმნა

ირანმა 1 650 კილომეტრზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა შექმნა. ინფორმაცია 25 თებერვალს რევოლუციური გვარდიის მთავარმა მეთაურმა გაავრცელა, რაც, სავარაუდოდ, ირანული თვითმფრინავების უკრაინის ომში რუსეთის მიერ გამოყენების შემდეგ, დასავლეთის შეშფოთებას გამოიწვევს. 

რევოლუციური გვარდიის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა, ამირალი ჰაჯიზადემ ირანის ხშირად განმეორებით მუქარაზე ისაუბრა, რომელიც აშშ-ს მიერ ირანელი მეთაურის მკვლელობას ეხმაურება და თქვა: "ჩვენ ვცდილობთ ტრამპის მოკვლას".

ირანმა თქვა, რომ უკრაინის ომამდე რუსეთს დონებს აწვდიდა. რუსეთმა დრონები ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად გამოიყენა.

ახალ ბალისტიკურ რაკეტაზე თეირანში ამბობენ, რომ მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა. 

კომენტარები