რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლაშჩაკი: პოლონეთის მიერ გაგზავნილი Leopard-2-ის ტიპის ტანკების პირველი ნაწილი უკრაინაში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის თქმით, პოლონეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი გერმანული წარმოების Leopard-2-ის ტიპის ტანკების პირველი ნაწილი უკრაინაში უკვე ჩავიდა. ამის შესახებ ბლაშჩაკმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრის დროს ისაუბრა.

"პოლონეთის მიერ გაგზავნილი Leopard-2-ის ტიპის ტანკების პირველი ნაწილი უკრაინაში უკვე ჩავიდა". - თქვა ბლაშჩაკმა შეხვედრაზე.

ამასთან, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედრო პერსონალი ამჟამად წვრთნებში მონაწილეობს, რომელიც შვიენტოშუვში [სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთი] მიმდინაროებს და მათ გადამზადებაში პოლონელი, კანადელი და ნორვეგიელი ინსტრუქტორები მონაწილეობენ.

პოლონეთი უკრაინაში სულ 14 ერთეული Leopard-2-ის ტიპის ტანკის გაგზავნას გეგმავს. შვიენტოშუვში მიმდინარე წვრთნებში კი 105 უკრაინელი სამხედრო მონაწილეობს.

კომენტარები