რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას დამატებით $2 მილიარდის სამხედრო დახმარებას გადასცემს

Michael Probst/AP

აშშ უკრაინის დასახმარებლად დამატებით $2 მილიარდ დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ უკრაინის გვერდით იდგება "იქამდე, სადამდეც ეს საჭირო იქნება". 

უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს HIMARS-ის რაკეტების გამშვებებს, დამატებით საარტილერიო საბრძოლო მასალას, ასევე, სხვადასხვა დრონებსა და დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას. 

ომის დაწყების წლისთავზე ოსტინმა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში ევროპული უსაფრთხოებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საყურადღებო საფრთხე უწოდა.

"შესაძლოა, წინ რთული დრო გველოდოს, მაგრამ ნათლად უნდა დავინახოთ, რა დევს სასწორზე უკრაინაში. უნდა დავრჩეთ გაერთიანებულები მიზანსა და ქმედებებში და ვიყოთ მტკიცედ ჩვენს პასუხისმგებლობების შესრულებისას, რათა ვუზრუნველყოთ, რომ უფლებებისა და წესების სამყარო არ ჩანაცვლდეს ტირანიითა და არეულობით". – ამბობს ოსტინი.

 

კომენტარები