ჩემთვის და ყველა ნორმალური ადამიანისთვის ამ ქვეყანაში, ევროპა მშვიდობაა, ხოლო რუსეთთან პირისპირ დარჩენა, რა თქმა უნდა, ნიშნავს ომს. ვერასდროს იქნება რუსეთი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის გარანტორი. ისტორია ჩვენ გვასწავლის, ვინც გვეუბნება, რომ არსებობს რაღაც მესამე გზა, ან მავნებელია ან უვიცი. მე ვუშვებ, რომ შეიძლება ივანიშვილი ასე ფიქრობს, მაგრამ გამოვიდეს, პატივი სცეს ქართველ ხალხს, რომელმაც მას დიდი ნდობა გამოუცხადა და რომელსაც მისი იმედი ჰქონდა და ელაპარაკოს მათ. ხოლო, ვიღაც ამ გაურკვეველი პატარა ბავშვებით ნუ გველაპარაკება, თავის დაწერილ წერილებს ნუ გვიგზავნის Fake შექმნილი პარტიების განცხადებებით.
გიორგი გახარია
გახარია ივანიშვილზე: პატივი სცეს ხალხს და გამოვიდეს, ვიღაც პატარა ბავშვებით ნუ ლაპარაკობს
tbl.ge/6a67
დაკოპირდა
ამბობს ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია TV PIRVELI-ს ეთერში.
ამავე თემაზე
- გახარია კალაძეზე: ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად
- გახარია ოცნებაზე: საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, შეიძლება, 30%-საც ვერ მიუკაკუნონ
- გახარია პატარა პარტიებს იდენტობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს
- გახარია: ივანიშვილის გამოჩენა ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის დიდი საჩუქარია
- გახარია ზურაბიშვილის ინიციატივაზე: ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი