ნაციონალური მოძრაობის დეზინფორმაციას ერთი მხრივ, ჩვენ საქმეს ვუპირისპირებთ, მეორე მხრივ, კი ჩვენი მოქალაქეების წინაშე გულწრფელობას. საქართველოს მოსახლეობამ ზუსტად იცის, რომ ჩვენ მათ არ ვატყუებთ და სიმართლეს ვამბობთ. ამის საპირისპიროდ, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებმა ზუსტად იციან, რომ ენმ-ის ლიდერები მათ ატყუებენ. ელემენტარული ტყუილებით იწყებენ, რომ მაგალითად, თითქოს, პარტიის ლიდერები სამოქალაქო აქტივისტები არიან. მაგრამ, ყველა ხედავს, რომ ეს ტყუილია. და ასრულებენ მიხეილ სააკაშვილის გასტრონომიული ფალსიფიკაციით, რაც უკვე ასევე ყველამ იცის, რომ ტყუილია. სწორედ ამიტომ არის, რომ ასეთ აქციებზე სიარული ამ საზოგადოებას რცხვენია და სირცხვილის გამო არ დადიან, რადგან არც მათ უნდათ, რომ ამ სიცრუის მონაწილეები იყვნენ.
ქართული ოცნება
იონათამიშვილი: ენმ-ის ამომრჩევლებმა ზუსტად იციან, რომ ამ პარტიის ლიდერები მათ ატყუებენ
tbl.ge/6a5o
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა TV იმედის ეთერში ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრის დროს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




