ვიქტორ ორბანი

ორბანმა პარტიის ოპონენტ ჯგუფებს შორის ბაიდენის ადმინისტრაცია და ჯორჯ სოროსი დაასახელა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი

ყოველწლიური შემაჯამებელი გამოსვლის შემდეგ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა პარტია ფიდესის წევრებს მიმართა და რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი განიხილა. მისი თქმით, უნგრეთის დამოკიდებულება ომთან მიმართებაში უცვლელი უნდა დარჩეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უნგრული მედია, Magyar Nemzet-ი ავრცელებს. 

ვიქტორ ორბანმა პარტიის სამი ოპონენტი ჯგუფი გამოყო: ომის მომხრე საერთაშორისო ჯგუფები, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციასა და ბრიუსელის ბიუროკრატებს მოიცავს; უნგრეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ფერენც გიურჩანი და მემარცხენე პოლიტიკური ჯფუფები, რომლებიც ორბანის თქმით მოსყიდული არიან და მხოლოდ დამკვეთის მოთხოვნებს ასრულებენ და საერთაშორისო დაჯგუფებები, რომლებიც ომით ცდილობენ გამდიდრებას. უნგრეთის პრემიერმინისტრმა ამ ჯგუფის მთავარ წარმომადგენელად ჯორჯ სოროსი დაასახელა, რომელიც წლების წინ წერდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტული ომისთვის ცენტრალური ომის ქვეყნები უნდა გამოიყენონ, რადგან ისინი ომის თანმდევი ადამიანური მსხვერპლის მიმართ დასავლეთზე რეზისტენტულები არიან.

კომენტარები