საქართველო-უკრაინა

პაპუაშვილი უკრაინაზე: არაა ქვეყანა, რომელიც ჩვენს პირობებში გამოიჩენდა იმავე სოლიდარობას

სამწუხაროდ, საქართველოში ოპონენტების ნაწილი ცდილობს, რომ პოლიტიკური დისკუსია წაიყვანონ მხოლოდ იმ კალაპოტში, როგორ დააზიანონ ხელისუფლება. ისინი ფიქრობენ, რომ ამით ძალაუფლებას მოიპოვებენ და ა.შ. სინამდვილეში ამით აზიანებენ საკუთარ ქვეყანას....

მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, დედამიწაზე არ არის არცერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენნაირ პირობებში გამოიჩენდა იმავე სოლიდარობას, რაც ჩვენ გამოვიჩინეთ. თუ შევხედავთ საქართველოს მდგომარეობას, ჩვენ ვართ ქვეყანა, განსხვავებით ყველა სხვა ქვეყნისგან, რომელიც არის უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ იცავს ნატო-ს ქოლგა მოლდოვასთან ერთად, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ იცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან. ჩახედეთ იმ ალიანსის ქვეყნებს და თქვით, რომელს აქვს გამოვლილი ომი რუსეთთან. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე დღესაც იმყოფება რუსული არმია. ამ პირობებში ის სოლიდარობა, რომელსაც საქართველო უცხადებს უკრაინას პოლიტიკური თუ სხვა მხრივ, ეს არის ისეთი სოლიდარობა, რომელსაც სხვები არ გამოიჩენდნენ.

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. 

კომენტარები