რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უოლასი: ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო პროდუქციის წარმოებას აჩქარებს

ბენ უოლესი სამხედრო ბაზას ეწვია, რათა ბრიტანულ ტანკებზე უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა ენახა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში იარაღისა და ჭურვების გასაგზავნად საბრძოლო პროდუქციის წარმოება დააჩქარა. მისი თქმით, ბრიტანეთის მიზანი უკრაინაში იარაღისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდების მოცულობის ზრდაა, რათა კიევს რუსული ძალების უკან დახევაში დაეხმაროს.

Reuters-თან საუბრისას უოლასმა რუსეთი "ხორცის საკეპის ტაქტიკაში" და საკუთარი ჯარისკაცებისადმი გულგრილად მოპყრობაში დაადანაშაულა.

ინტერვიუში უოლასს კითხეს იმის შესახებ, თუ რამდენად ჰქონდა დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობა.

"ჩვენ დავდეთ კონტრაქტები [...] ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიწოდების მიღება ჩვენი საკუთარი მარაგისთვის და ასევე გარკვეული ნაწილი უკრაინისთვის."

თავდაცვის მინისტრის თქმით, წარსულში მთავრობები ათვალიერებდნენ თავიანთ მარაგებს და სხვა ქვეყნების დასახმარებლად ირჩევდნენ ისეთ აღჭურვილობას, რომელიც ქვეყანას არ სჭირდებოდა, თუმცა, ეს მდგომარეობა ახლა საშიში და აგრესიული რუსეთის გამო შეიცვალა.

უოლასი ადრე უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა, რომლებიც ბრიტანეთის Challenger ტიპის ტანკების გამოყენებისთვის წვრთნას გადიოდნენ. მისი თქმით, ბრიტანული ტანკები უკრაინას გაზაფხულმდე მიეწოდება.

კომენტარები