ოკუპირებული ცხინვალი

ცხინვალის მარიონეტ ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა – გაგლოევის და პუტინის შეხვედრა გადაიდო

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერის, ალან გაგლოევის კორონავირუსით ინფიცირების გამო, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი მისი შეხვედრა გადაიდო.  ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი ავრცელებს.

მისი თქმით, მოლაპარაკებები უფრო გვიანი ვადისთვის გადაიდო და გაგლოევს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. 

"მიღებულია გადაწყვეტილება, უფრო გვიანი ვადისთვის გადაიდოს ოთხშაბათს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ გაგლოევთან დაგეგმილი მოლაპარაკებები. სამწუხაროდ, მის COVID 19-ის ტესტი დადებითი აღმოჩნდა".- თქვა პესკოვმა. 

აღსანიშნავია, რომ 21 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. როგორც ბჟანიას ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

კომენტარები