ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი ბჟანია ბელარუსში ჩავიდა, ლუკაშენკოს შეხვდა

ალექსანდრ ლუკაშენკო და ასლან ბჟანია ბიჭვინთაში, 2022 წლის 28 სექტემბერი.
belta.by

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.

როგორც ბჟანიას ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ. 

გასულ დღეებში პროკრემლისტურ ტელეგრამ-არხებზე გამოჩნდა დაუდასტურებელი ცნობები, თითქოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 21 თებერვალს ფედერალური კრებისთვის მიმართვაში ისაუბრებდა ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან, ასევე ბელარუსთან გაერთიანებაზე. ეს ცნობა აფხაზეთის მარიონეტი ლიდერის ადმინისტრაციამ გასულ დღეს უარყო

პუტინის მიმართვა რამდენიმე წუთში დაიწყება.

14 თებერვალს ასლან ბჟანია მოსკოვში "სამუშაო ვიზიტით" ჩავიდა. მისი აქ დარჩენა 7-10 დღით იგეგმებოდა. 

გასული წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ასლან ბჟანიას შეხვდა.

28 სექტემბრის შეხვედრისას ლუკაშენკო ამბობდა, რომ "აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაშლიან" და ის "არ უნდა მიატოვონ". ის ასევე აღნიშნავდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობა სურდა.

კომენტარები