საფრანგეთი

საფრანგეთში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი გაკვეთილზე დანით მოკლა

საფრანგეთის ქალაქ სენტ-ჟან-დე-ლუზში სკოლის მოსწავლე ესპანურის მასწავლებელს გაკვეთილის მსვლელობისას თავს დაესხა და ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მასწავლებელი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. 

დადასტურებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 16 წლისაა. პოლიციამ ის დანაშაულის ადგილზე დააკავა.

ფრანგული გამოცემის მიხედვით, ესპანურის მასწავლებელი გაკვეთილის ჩატარების პროცესში იყო, რა დროსაც 16 წლის მოსწავლე საკლასო ოთახში შევიდა და მას თავს დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლემ ოთახის კარები ჩაკეტა და მასწავლებელს გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპული 50 წელს გადაცილებული ქალია, რომელიც თავდასხმის შედეგად სასწრაფოს დახმარების სკოლაში მისვლიდან მალევე გარდაიცვალა.

ფრანგული ტელევიზიის, BFMTV-ს გადმოცემით, თავდასხმის შემდეგ 16 წლის მოსწავლე გვერდით ოთახში გავიდა, სადაც ერთ-ერთ მასწავლებელს უთხრა, რომ მას ხმა ჩაესმა, რომელმაც მასწავლებელზე თავდასხმისკენ მოუწოდა. 

კომენტარები