აშშ-მექსიკის საზღვარი

ბაიდენის ადმინისტრაციამ თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალი შეზღუდვები წარადგინა

21 თებერვალს ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების შეზღუდვის მიზნით ახალი წესები წარადგინა. წესები უმეტესად ისეთი მიგრანტების შემოდინებას კრძალავს, რომლებიც ქვეყანაში აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთით სხვა ქვეყნებიდან უკანონოდ შემოდიან, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვონ.

იმისდა მიუხედავად, რომ წესი გავრცელდება მიგრანტებზე, რომლებიც უკანონოდ კვეთენ აშშ-მექსიკის საზღვარს, კანონეს ექნება გამონაკლისებიც. ის ობოლ მიგრანტ ბავშვებზე, მწვავე სამედიცინო მდგომარეობის, ძალადობრივი დანაშაულების გარდაუვალი საფრთხის მქონეებსა (მკვლელობა, გაუპატიურება ან გატაცება) და ექსპლუატაციის მსხვერპლებზე არ გავრცელდება.

ადმინისტირაციის თქმით, ეს დროებითი ზომები მხოლოდ აუცილებლობის გამო მიიღეს და არ იყო მთავრობის პირველადი არჩევანი. 

შემოთავაზებული წესი 30-დღის განმავლობაში გამოქვეყნდება და მაისში ამოქმედდება. როგორც ვარაუდობენ, წესი ძალაში 2 წლის განმავლობაში იქნება.

ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, შემოთავაზებული რეგულაცია მიგრანტებისთვის შეერთებულ შტატებში კანონიერი, უსაფრთხო გზებით შესვლას შეუწყობს ხელს, რაც მიგრანტებს ექპლუატაციისა და აშშ-ში კონტრაბანდული გზებით შესვლისგან დაიცავს.

კომენტარები