რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოლდოვის პრემიერი: რუსეთი კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმისთვის ემზადება

მოლდოვის პრემიერმინისტრის, დორინ რეჩანის ცნობით, რუსული ძალები მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტის დასაკავებლად ემზადებიან, რათა უკრაინაში დამატებითი ჯარები შეიყვანონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პრესასთან აღნიშნა, რომ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს შეცვალოს მოლდოვის რესპუბლიკის პროდასავლური ხელისუფლება. ზელენსკის ინფორმაცია დაადასტურეს ევროპის ქვეყნებმაც. 

ზელენსკის თქმით, კრემლს სურს პირდაპირი წვდომა კიშინიოვის აეროპორტზე, რათა შეძლოს ჯარისკაცების და აღჭურვილობის ტრანსპორტირება უკრაინაში ახალი ფრონტის გასახსნელად დნესტრისპირეთის რეგიონიდან.

კომენტარები