რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ბაიდენზე: ამ ვიზიტის შედეგს აუცილებლად ვიხილავთ

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, 2023 წლის 20 თებერვალი.
Dimitar Dilkoff/AFP/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან საუბარმა უკრაინა გამარჯვებასთან მიაახლოვა და ვიზიტს შედეგები ექნება.

"ეს საუბარი ჩვენ გამარჯვებასთან გვაახლოებს... ამ შეხვედრის შედეგს ნამდვილად ვიხილავთ და ნამდვილად აისახება ბრძოლის ველზე ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებაში". – თქვა ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკიმ ბაიდენის ვიზიტს აშშ-უკრაინის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.

ჯო ბაიდენმა კიევი უკვე დატოვა

ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი უკრაინას ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. დახმარებაში შევა ჭურვები, HIMARS-ის რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო დანადგარები და სადაზვერვო რადარები.

20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევს ომის დაწყების შემდეგ პირველად, დაუგეგმავად ესტუმრა.

კომენტარები