საქართველო

რუსი მწერალი და ჟურნალისტი, ფილიპ ძიადკო საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი მწერალი და ჟურნალისტი, ფილიპ ძიადკო საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოპოზიციური მედიის, ДОЖДЬ-ი ავრცელებს. 

"ფილიპ ძიადკო ვენიდან ჩამოფრინდა თბილისში, სადაც ის თითქმის ერთი წელი ცხოვრობდა. ის მთელი ღამით გააჩერეს აეროპორტში და უთხრეს რომ სისტემა გაიჭედა, ხოლო დილით ყველანაირი ახსნის გარეშე შეატყობინეს, რომ მას უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე. ჟურნალისტს არანაირი საბუთები უარის შესახებ არ გადასცეს. ახლა, ძიადკოს ართმევენ ტელეფონს". – წერს ДОЖДЬ-ი. 

კომენტარები