საქართველო

ECONOMIST: საქართველო შავი ზღვის მოდის ახალი ჰაბია

economist.com

ჟურნალ Economist-ის ბეჭდურ ვერსიაში საქართველოსა და დემნა გვასალიაზე სტატია გამოქვეყნდა, სათაურით "Georgia is the new Black (Sea fashion hub)" ["საქართველო შავი ზღვის მოდის ახალი ჰაბია"].

ტაბულა გთავაზობთ ეკონომისტის სტატიის თარგმანს. 

"კურიერი თუ ტრენდის დამმკვიდრებელი? დღეს ძნელია ამაზე მსჯელობა. ციურიხში დაფუძნებულმა ბრენდმა ვეტმონმა, 2015 წელს, საკურიერო მომსახურების ფირმის DHL-ის წარწერიანი მაისური გამოუშვა გაყიდვაში. მხოლოდ 200$ მაისურისთვის, ახალგაზრდა და ირონიულად განწყობილი ადამიანი თითქმის, მაგრამ არაზუსტად დაემსგავსება იმ ადამიანებს, ვისაც ყუთები მიაქვთ მათი მშობლების სახლების კართან. ეს მაისური გამოშვებიდან ძალიან მალე სრულად გაიყიდა.

ამას ჰქვია "ანტი-მოდა": გაუმჯობესება ყოველდღიური ნივთების და შემდეგ მათი პოდიუმზე გამოტანა ამატირებელი ფასებით. ვეტმონი ამას ხშირად აკეთებს. ბრენდის დამფუძნებელი, ქართველი დემნა გვასალიაა, რომელიც ასევე ესპანური ტანსაცმლის ბრენდის, ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია. ტანსაცმლის ბრენდის, რომელიც IKEA-ს წარწერიან ჩანთებს 2 145$-ად ყიდის. ახალგაზრდა მოდის მიმდევრები ამ ჩანთებით უბრალოდ ვერ ძღებიან.

გვასალია აფხაზეთის ომს ბავშვი გამოექცა და დიზაინი ატვერპენში შეისწავლა. ახლა მისი სამშობლო მის წარმატებას არის მიბმული. საქართველოს ერთ დროს უინტერესო ტანსაცმელს ქმნიდა კომუნიზმის მსხვერპლებისთვის. ეს ტანსაცმლის ინდუსტრია საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად დაიშალა. ახლა საქართველო ყველგან ემსახურება მოდის მსხვერპლებს. დასავლელი სტილისტები, კლიენტები და ჟურნალისტები კავკასიაში მოდიან, რათა არ გამორჩნენ დიდ ამბებს. ქართველი დიზაინერები თავის ნამუშევრებს ყიდიან ლონდონში, პარიზსა და ნიუ-იორკში, ისეთ კლიენტებზე, როგორებიც არიან რიანა და ლედი გაგა. თბილისი მასპინძლობს არა ერთ, არამედ ორ მოდის კვირეულს.

ვერ ვიტყვით, რომ მოდა ქართული ეკონომიკისთვის მთავარი საყრდენია. თუმცა, მოდამ საქართველო რუკაზე აღნიშნა, სადაც ინვესტორებსა და ტურისტებს შეუძლიათ ქვეყანა იპოვნონ. გასულ წელს საქართველოს 7.5 მილიონი ადამიანი ესტუმრა - ეს ორჯერ მეტია საქართველოს მოსახლეობაზე და მაჩვენებელი დაახლოებით ექვსგზის არის გაზრდილი 2008 წლის შემდეგ.

ევროკავშირის მხირდან ფინანსური დახმარებები დაეხმარა ლოკალურ, მცირე ბიზნესებს გაეუმჯობესებინათ აღჭურვილობა და ევროპული სტანდარტებისთვის მოეგროთ პროდუქტი. ქართველების დაახლოებით 70%-ს უნდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდნენ, 2016 წელს კი საქართველომ ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა. გამომწვევი ტანსაცმელი საქართველოს არა მარტო არ გაამდიდრებს, არამედ რუსული აგრესიისგანაც არ დაიცავს. თუმცა საერთაშორისო და გლობალური ცნობადობა, ნამდვილად არ დააზიანებს. შავი ზღვა ახალი შავია [The Black Sea is the new black]."

კომენტარები