მიხეილ სააკაშვილი

ბურჯანაძე: სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებს ვივამედიდან და პენიტენციურიდან გამოვითხოვთ

Facebook/ Giorgi Burjanadze

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმებმა, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გვარამაძემ და მისმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ კლინიკა ვივამედში, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. 

როგორც ექიმი თენგიზ წულაძე აცხადებს, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია. 

"დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონაც უნდა შევჯერდეთ დეტალებზე, მონაცემები აღვწეროთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა თანადათან გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო". - ამბობს წულაძე. 

ომბუდსმენის მოადგილე, გიორგი ბურძანაძე ამბობს, სამედიცინო დოკუმენტებს კლინიკიდან და პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვენ და შეისწავლიან.

"შემდეგ დღეებში გავმართავთ საერთო შეხვედრას, დავილაპარაკებთ გავაანალიზებთ სხვადასხვა პროფილის ექიმის მოსაზრებებს და იმის მიხედვით შემდგომი შეფასება გვექნება. ამჟამინდელი სტრატეგია და გეგმა იქნება, ჩვენ გამოვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტებს, როგორც კლინიკა ვივამედიდან, ასევე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან და შემდგომ აქტიურად დავაკვირდებით ამ სამედიცინო დოკუმენტებს".- ამბობს გიორგი ბურჯანაძე. 

ომბუდსმენის აპარატს ექსპრეზიდენტმა 10 თებერვალს მიმართა და სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს, თამარ გვარამაძეს სამედიცინო კონსილიუმის კლინიკაში მისვლა სთხოვა.

კომენტარები