მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

სააკაშვილი ომბუდსმენის აპარატს: ჩემი მდგომარეობა გაუარესდა, გამოგზავნეთ კონსილიუმი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს, თამარ გვარამაძეს მიმართავს და სამედიცინო კონსილიუმს ითხოვს.

"მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი. ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა, არავის აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის.

იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით" - წერს სააკაშვილი.


თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასჯელისგან არ გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არც გადაუვადდება. 

ექსპრეზიდენტის ადვოკატები ითხოვდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაეშვათ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დაცვის მხარე საჩივარს ევროსასამართლოში გაგზავნის.

კომენტარები